logo

რუსთავისა და მარნეულის ეპარქია


ხელდასხმა

 

 

3 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, რუსთავის წმიდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა იოანემ დიაკვნად დაასხვა ხელი სემინარიის II კურსის სტუდენტს, თბილისის ვაზისუბნის დასახლების წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მედავითნეს, გიორგი ჭიაბრიშვილს.

 

* * *

11 ნოემბერს რუსთავის წმიდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა იოანემ დიაკვნად დაასხვა ხელი ამავე ტაძრის სტიქაროსანს გიორგი გურულს.

დიაკონი გიორგი რუსთავის წმიდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.

 

* * *

4 ნოემბერს რუსთავის წმიდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა იოანემ მღვდლად დაასხვა ხელი ამავე ტაძრის დიაკონ ილია მაღრაძეს.

მღვდელი ილია რუსთავის წმიდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.

 

რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის კურთხევა

2012 წ. 30 სექტემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა იოანემ სამღვდელოებასთან ერთად ეპარქია აკურთხა.

წირვის დასასრულს ეპარქიის ყველა ტაძრიდან სამღვდელოებამ მრევლთან ერთად, ჯვარ-ხატებით ტაძრის მიმდებარე ტერიტორია შემოიარა ლოცვით, გალობითა და ნაკურთხი წყლის სხურებით.

მიტროპოლიტი იოანე მრევლთან ერთად საკათედრო ტაძრიდან გამოემართა. საბოლოოდ ყველანი რუსთავის მერიის წინ შეიკრიბნენ, სადაც აღევლინა სავედრებელი პარაკლისი.

 

სემინარი განათლებისა და რწმენის საკითხებზე

2012 წ.  28 სექტემბერს ეროვნული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის მორიგი შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), ცენტრის სხვა წარმომადგენლები, მეცნიერები და სხვა დაინტერესებული პირები.
ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი 2002 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა და მისი მიზანია კომუნისტური მართვის პირობებში ეკლესიასა და მეცნიერებას შორის ხელოვნურად ჩატეხილი ხიდის აღდგენა. თავისი ფუნქციონირების პერიოდში მან არაერთი სემინარი, საერთაშორისო სიმპოზიუმი და ექსპედიცია  ჩაატარა. ცენტრის ეგიდით გამოიცა მრავალი სამეცნიერიო ნაშრომი.
მუდმივმოქმედი სემინარი საზოგადოებაში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებს ეძღვნება და ყველა თემას სულიერი ფასეულობების ფონზე განიხილავს.
ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის მუდმივმოქმედი სემინარი ამჯერად განათლებისა და რწმენის საკითხებს მიეძღვნა.
სემინარზე წარმოდგენილი იყო ორი მოხსენება. თემით - `რელიგიური აღზრდა და სწავლა-განათლება~ - აუდიტორიის წინაშე წარდგა საპატრიარქოს განათლების ცენტრის თავმჯდომარე, რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი). მეორე მოხსენებით - `განათლება და რელიგიური ცნობიერება~ - გამოვიდა საპატრიარქოს განათლების ცენტრის კურატორი, წმინდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პედაგოგი ლევან ქურდიანი.
დასასრულ, მომხსენებლებმა უპასუხეს სამეცნიერო სემინარზე შეკრებილი საზოგადოების კითხვებს.
(ვრცლად ამის შესახებ იხილეთ საპატრიარქოს განათლების ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე – venakhi.ge ).

 

დიდი ხუთშაბათი

 

2012 წ. 12 აპრილს, დიდ ხუთშაბათს, რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა იოანემ რუსთავის წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში წირვის აღასრულა. ღვთისმსახურების დასასრულს, ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად, მეუფე იოანემ ფეხთბანვის წესი შეწასრულა.

* * *

იმავე დღეს, საღამოს 17.00 სთ. რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა იოანემ რუსთავის წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად წაიკითხა თორმეტი ვნების სახარება.

 

 

ბზობის დღესასწაული რუსთავში

 

2012 წ. 8 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე, რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა იოანემ საზეიმო ღვთისმსახურება, ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად, რუსთავის წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლინა.

 

 

 

ხარების დღესასწაული რუსთავში

 

2012 წ. 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე, რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა იოანემ საზეიმო წირვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში აღავლინა.

 

წირვები საკათედრო ტაძარში ჯვრისთაყვანისცემის კვირიაკეს

 

21 და 22 მარტს, 9.00 საათზე, რუსთავის წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში შესრულდება პირველშეწირულის ლიტურგია.

 

7-გზის ზეთისცხება საკათედრო ტაძარში

 

20 მარტს, სამშაბათს, 17.00 საათზე, რუსთავის წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში, რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა იოანემ ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღასრულებს 7-გზის ზეთისცხებას.

 

 

დიდმარხვის პირველი კვირა

 

27 თებერვალს, ღვთისმსახურება დაიწყბება დილის 8 სთ.

27 თებერვლიდან - 1 მარტამდე, 17.00 საათზე რუსთავის წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში, წაიკითხება წმიდა ანდრია კრიტელის კანონი.

დიდმარხვის მე-2, მე-3 და მე-4 კვირის შაბათს, წირვის შემდეგ, ტაძარში შესრულდება დიდი პანაშვიდი. პანაშვიდს გადაიხდის რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტი იოანე.

გილოცავთ დიდმარხვის დაწყებას!

 

შენდობის წესი

 

26 თებერვალს, მიტევების კვირას, 17.00 საათზე რუსთავის წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში, რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა იოანემ ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღასრულებს შენდობის წესს.

 

 

დავითობა მარნეულში

 

8 თებერვალს, დავითობის დღესასწაულზე, რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა იოანემ საზეიმო წირვა მარნეულის წმიდა დავით მეფის სახელობის ტაძარში აღავლინა.

 

ტაძრის კურთხევა

 

17 იანვარს, ნინოობის დღესასწაულზე, რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა იოანემ რუსთავში, სალომე უჯარმელის ქუჩაზე წმიდა ნინოს სახელობის ახალი ტაძარი  აკურთხა.

 

ხელდასხმა

 

15 იანვარს რუსთავის წმიდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა იოანემ დიაკვნად დაასხვა ხელი ამავე ტაძრის სტიქაროსანს, საპატრიარქოს წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრის თანამშრომელს, ნოე გუგუციძეს.

დიაკონი ნოე რუსთავის წმიდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.

 

 

 

საპატრიარქოს პრესცენტრის განცხადება

 

როგორც შეგვატყობინეს, ბოლო პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე (უმეტესად თბილისში) ვრცელდება ცომი (ან პური, თავისი გამოცხობის თანდართული რეცეპტით) თითქოს და წმიდა მატრონას სახელობის მონასტრიდან. წმიდა მატრონას სავანე თავის ოფიციალურ საიტზე მორწმუნეებს აფრთხილებს, რომ ეს სიცრუეა და ამ ცომსა და პურთან მონასტერს არავითარი კავშირი არ აქვს (იხ. http://www.pokrov-monastir.ru/?include=static&page_id=98 _ განცხადება განთავსებულია აღნიშნული გვერდის ბოლოში ).

გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფხიზლე და ნუ მიიღებთ ამ საეჭვო წარმომავლობის ცომეულს; ასევე გააფრთხილეთ სხვებიც.

 

 

კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ინტრონიზაციის დღეს

 

25 დეკემბერს, წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრების დღესასწაულზე, რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა იოანემ წმიდა სინოდის სხვა წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო სადღესასწაულო წირვაში თბილისის ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში.

 

 

გიორგობის დღესასწაული ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში  

 

 

23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა იოანემ სადღესასწაულო წირვა აღავლინა თბილისის ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში.

 

 

 

 

 

 

სადღესასწაულო პარაკლისი მთავარანგელოზობას

21 ნოემბერს, მთავარანგელოზობის დღესასწაულზე რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა იოანემ პარაკლისი რუსთავის წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში აღავლინა.

 

 

ნიკოლოზობის დღესასწაულზე

19 ნოემბერს, ნიკოლოზობის დღესასწაულზე რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა იოანემ სადღესასწაულო წირვა აღასრულა რუსთავის წმიდა ნიკოლოზის სახელობის სამლოცველოში.

 

ბარბარობის დღესასწაულზე

17 ნოემბერს, ბარბარობის დღესასწაულზე რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა იოანემ სადღესასწაულო წირვა აღავლინა რუსთავის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში და პარაკლისი შეასრულა წმინდა ბარბარეს სახელობის სამლოცველოში (ინტერნატების დასახლებაში).