logo

რუსთავისა და მარნეულის ეპარქია


რუსთავის ეპარქიის სამღვდელოების ბიოგრაფიები

 

არქიმანდრიტი მიქაელი (კასრაძე) _ ერისკაცობაში რომან კასრაძე 1927 წლის 12 სექტემბერს ქ. ცხინვალში დაიბადა. 1980 წლიდან ეკლესიის მრევლია. 1983 წელს სიონის საპატრიარქო ტაძარში მედავითნედ დაინიშნა. 1985 წლის 15 თებერვალს მანგლისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მანგლელმა მთავარეპისკოპოსმა თადეოზმა (იორამაშვილი) დიაკვნად აკურთხა და სახელად რომანოზი უწოდა. 1986 წლის 7 იანვარს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II მღვდლად დაასხა ხელი და ცხინვალის "ზღუდრის" წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1990 წლის 13 მაისს წილკნელმა ეპისკოპოსმა ზოსიმემ (შიოშვილი) ცხინვალის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია აკურთხა, მის წინამძღვრად მამა რომანოზი დაადგინა და ოქროს ჯვრით დააჯილდოვა. 1990 წლის დეკემბერში რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად გადაიყვანეს. 1993 წლის 21 ნოემბერს ბათუმ-შემოქმედელმა ეპისკოპოსმა იობმა (აქიაშვილი) ჯუმათის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტერში ბერად აღკვეცა და სახელად მიქაელი უწოდა. ამავე დღეს იღუმენის წოდება მიენიჭა და აღნიშნული მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1995 წლის ნოემბრიდან რუსთავის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1996 წლის 24 ივნისს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. ამჟამად არქიმანდრიტი მიქაელი (კასრაძე) წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახურია.

 

 

 

 

დეკანოზი გიორგი გორგიძე - ერისკაცობაში გია ალექსანდრეს ძე გორგიძე 1956 წელს გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში დაიბადა. 1982-85 წლებში მცხეთის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1985 წლის 13 ოქტომბერს სიონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი.

ამჟამად მამა გიორგი არის რუსთავის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი.

 

 

 

 

 

 

დეკანოზი პაატა თავართქილაძე - 1997 წლის 27 აპრილს რუსთველმა მიტროპოლიტმა ათანასემ (ჩახვაშვილი) მიანიჭა დეკანოზის წოდება. 2009 წლის 13 დეკემბერს მიტრით დაჯილდოვდა.

2011 წელს დეკანოზი პაატა დაინიშნა რუსთავის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარდ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დეკანოზი მიქაელ ჭაბაშვილი - 1966 წელს ქ. რუსთავში დაიბადა. 1990 წელს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიაკვნად აკურთხა. 1991 წელს მღვდლად დაასხა ხელი.

1996 წლის 17 ნოემბერს რუსთავის სასწავლო კომიტეტის თავჯდომარედ დაინიშნა.

1996 წლის 13 დეკემბერს ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და დეკანოზის წოდება მიენიჭა.
ამჟამად მამა მიქაელი არის რუსთავის ხარების ტაძრისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის სამლოცველოს წინამძღვარი.

 

 

 

 

 

დეკანოზი დიმიტრი გორგიძე - ერისკაცობაში დიმიტრი ალექსანდრეს ძე გორგიძე 1949 წლის 7 აპრილს გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში დაიბადა. 1987 წლიდან სიონის საპატრიარქო ტაძარში სტიქაროსნად მსახურობს. 1991 წლის 28 აპრილს სიონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიაკვნად აკურთხა და სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურად დაინიშნა. 1991 წლის 17 აგვისტოს მღვდლად დაასხეს ხელი და რუსთავის წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველო სახლის წინამძღვრად დაინიშნა. დანიშვნამდე რამდენიმე თვე ქვათახევის მამათა მონასტერში იმსახურა. 1993 წლიდან რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარად დაინიშნა, ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1996 წლის 24 ივნისს მიტრით დაჯილდოვდა. 1996 წლის 17 ნოემბერს რუსთავის ეპარქიის მოძღვართმოღძვრად აირჩიეს.

2011 წლის 28 აგვისტოს დადგინდა რუსთავის სიონის წინამძღვრად.

 

 

 

 

 

დეკანოზი სერგი კასრაძე - ერისკაცობაში სერგო რომანის ძე კასრაძე. 1988 წლიდან სიონის საპატრიარქო ტაძრის სტიქაროსანია. 1991 წლის 13 დეკემბერს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიაკვნად აკურთხა და ამავე ტაძრის ღვთისმსახურად დაინიშნა. 1992 წელს მღვდლად დაასხა ხელი და რუსთავის წმინდა ვახტან გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად განამწესა. 1996 წლის 17 ნოემბერს რუსთავის ეპარქიის მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილების თავჯდომარედ დაინიშნა.
ამჟამად მამა სერგი არის რუსთავის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიისა და წმინდა ნინოს სახელობის სამლოცველოს წინამძღვარი.

 

 

 

 

 

 

 

 

დეკანოზი შალვა შალვაშვილი - დაიბადა 1964 წელს. 1997 წლის 11 მაისს რუსთველმა მიტროპოლიტმა ათანასემ (ჩახვაშვილი) დიაკვნად აკურთხა და მარნეულის სამრევლოში დაინიშნა.

ამჟამად დეკანოზი შალვა არის მარნეულის წმინდა დავით აღმაშენებლის სახ. ტაძრის წინამძღვარი.

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დეკანოზი ფრიდონ სპანდერაშვილი -

 

ამჟამად მამა ფრიდონი არის რუსთავის წმინდა გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის სამლოცველოს წინამძღვარი.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დეკანოზი ანდრია აბაშიძე - მსახურობდა წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში. 2011 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამლოცველოს წინამძღვარად დაინიშნა.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დეკანოზი კახაბერ ტაბატაძე - 1996 წლის 17 ნოემბერს რუსთავის ეპარქიის საფინანსო-სამეურნეო განყოფილების თავჯდომარედ დაინიშნა.

ამჟამად მამა კახაბერი არის რუსთავის ცამეტი ასურელი მამის სახელობის სამლოცველოს წინამძღვარი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დეკანოზი დავით დვალიშვილი - 1998 წელს რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთავის მიტროპოლიტმა ათანასემ (ჩახვაშვილი) დიაკვნად აკურთხა. 1999 წელს მღვდლად დაასხა ხელი და ამავე ტაძრის ღვთისმსახურად დაინიშნა.

ამჟამად დეკანოზი დავითი არის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დეკანოზი მაქსიმე კაჭარავა -

ამჟამად მამა მაქსიმე არის მოციქულთა თავთა პეტრესი და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დეკანოზი გიორგი ამბროლაძე -

 

ამჟამად მამა გიორგი არის რუსთავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამლოცველოს მღვდელმსახური.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დეკანოზი ბესარიონ მეფარიშვილი - ერისკაცობაში ბესიკ მეფარიშვილი 1977 წელს ქ. თბილისში დაიბადა. 1989 წლიდან ეკლესიის მრევლია. 1990-95 წლებში რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის სტიქაროსანია. 1995-2001 წლებში ამავე ტაძრის მგალობელია.

1995-1999 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

2001-2003 წლებში სიონის საპატრიარქოს ტაძრის ვაჟთა მგალობელთა გუნდში გალობდა.

2003 წლის 28 დეკემბერს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიაკვნად აკურთხა და სახელად ბესარიონი უწოდა.

2005 წლის 16 ოქტომბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მღვდლად დაასხეს ხელი და თბილისში, ნუცუბიძის IV პლატოზე მდებარე, ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის მღვდელმსახურად დაინიშნა.

2008 წლის სექტემბრიდან რუსთავისა და მარნეულის ეპარქიაში გადაიყვანეს და რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად დაინიშნა.

2008 წლის 21 დეკემბერს ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და დეკანოზის წოდება მიენიჭა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დეკანოზი რევაზ ტუღუში _ ერისკაცობაში რეზო თეიმურაზის ძე ტუღუში 1981 წლის 29 მარტს ქ. რუსთავში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. 2003-2008 წლებში თბილისის სასულიერო აკადემიაში სწავლობდა. 2005 წლის 23 იანვარს ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიაკვნად აკურთხა და რუსთავის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის ღვთისმსახურად დაინიშნა. 2007 წლის 22 ივლისს ამავე ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი. 2008 წლის თებერვალში რუსთავის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 2009 წელს ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და დეკანოზის წოდება მიენიჭა.

ამჟამად მამა რევაზი არის რუსთავის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დეკანოზი ელგუჯა ბაბუნაძე - 1999-2003 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 2004 წლის 27 ივნისს სიონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიაკვნად აკურთხა და რუსთავის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ღვთისმსახურად დაინიშნა.

2005 წლის 21 ივნისს ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში მღვდლად დაასხა ხელი.

2009 წლის 13 დეკემბერს ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და დეკანოზის წოდება მიენიჭა.
ამჟამად მამა ელგუჯა მსახურობს რუსთავის სიონში.

 

 

 

 

 

 

 

დეკანოზი გიორგი გოგოლაშვილი -

 

ამჟამად მამა გიორგი არის რუსთავის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მღვდელი ალექსი შუშანია -

 

ამჟამად მამა ალექსი არის რუსთავის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სამლოცველოს წინამძღვარი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მღვდელი პეტრე რაზმაძე -


ამჟამად მამა პეტრე არის რუსთავის წმინდა ბარბარეს სახელობის სამლოცველოს წინამძღვარი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მღვდელი შიო გოცირიძე -


ამჟამად მამა შიო არის რუსთავის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სამლოცველოს წინამძღვარი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მღვდელი ალექსანდრე სტეფნაძე -

 

 

 

 

 

 


მღვდელი კახაბერ ჭუმბურიძე -
წმინდა დავით მეფსალმუნის სახელობის სამლოცველო სახლის წინამძღვარი.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მღვდელი სერგი ლომიძე -

ამჟამად მამა სერგი არის რუსთავის ცამეტი ასურელი მამის სახელობის სამლოცველოს მღვდელმსახური.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მღვდელი იაკობ ჩიჩილიძე - ერისკაცობაში კობა ჩიჩილიძე. 1996-2001 წლებში თბილისის სასულიერო აკადემიაში სწავლობდა.

2006 წლის 20 აგვისტოს ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიაკვნად აკურთხა და სიონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურად დაინიშნა.

2010 წლის 14 მარტს რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთავის, მარნეულისა და ცურტავის ეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელი) მღვდლად დაასხა ხელი და ამავე ტაძრის მღვდელმსახურად დაადგინა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მღვდელი ლევან ნაცვლიშვილი - დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 2010 წლის 31 იანვარს რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ცურტავის ეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელი) დიაკვნად აკურთხა და ამავე ტაძრის ღვთისმსახურად დაინიშნა.

2010 წლის 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე, რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთავისა და მარნეულისა მთავარეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელი) მღვდლად დაასხა ხელი და დაადგინა მარნეულის რაიონის სოფ. თამარისის წმინდა გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვრად, ხოლო 2011 წლის 20 სექტემბრიდან იგი ასევე რუსთავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის სამლოცველოს წინამძღვრად დადგინდა.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მღვდელი გიორგი ალიაშვილი - 2006-10 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

2009 წლის 5 აპრილს რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ცურტავის ეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო 2011 წლის - მღვდლად და ამავე ტაძრის ღვთისმსახურად დაინიშნა.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მღვდელი ნიკოლოზ ტატუაშვილი - 2011 წლის 25 სექტემბერს რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) მღვდლად აკურთხა და ამავე ტაძრის ღვთისმსახურად დაადგინა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მღვდელი საბა ტუღუში - 2010 წლის 24 იანვარს რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ცურტავის ეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელი) დიაკვნად აკურთხა და ამავე ტაძრის ღვთისმსახურად დაადგინა.
2012 წლის ... რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) მღვდლად დაასხა ხელი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მღვდელი ნიკოლოზ
პეტროვსკი
- 2011 წლის ... რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთავისა და მარნეულის მთავარეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელი) დიაკვნად აკურთხა და ამავე ტაძრის ღვთისმსახურად დაადგინა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მღვდელი ილია
მაღრაძე -
2011 წლის 25 სექტემბერს რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) დიაკვნად აკურთხა;

2012 წლის 4 ნოემბერს რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) მღვდლად აკურთხა და ამავე ტაძრის ღვთისმსახურად დაადგინა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მღვდელი ნოე გუგუციძე - 2012 წლის 15 იანვარს რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) დიაკვნად აკურთხა და ამავე ტაძრის ღვთისმსახურად დაადგინა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მღვდელი გიორგი გურული

2012 წლის 11 ნოემბერს რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) დიაკვნად აკურთხა ამავე ტაძრის სტიქაროსანი გიორგი გურული.